1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფაბ ფავ ფაზ ფაი ფაკ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფატ ფაქ ფაშ

ფაშიზმი

  1. ტერმინი წარმოიშვა რომის იმპერიაში მაგისტრატების მიერ ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ გამოყენებული ტოტების კონისაგან („ფასციო“), რომელშიც ჩადებული იყო ნაჯახი (მმართველობის სიმბოლო). ფ. წარმოადგენს მემარჯვენე რადიკალი ნაციონალისტების იდეოლოგიას, რომელიც მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისაკენ. დასავლურ პოლიტიკურ ლიტერატურაში ფ. შეიძლება გაგებული იყოს უკიდურესი ნაციონალიზმის სამხედრო ფორმად, რომელიც სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყოველმხრივ ახალისებდა ომის გაჩაღებას. პირველი ფაშისტური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვიდა ევროპაში (1922), იყო იტალიის ფაშისტური ორგანიზაცია მუსოლინის მეთაურობით. მისი მონათესავე მოძრაობები იყო: გერმანიის ნაციონალ–სოციალისტები, ესპანელი ფალანგისტები, მოძრაობა „აქსიონ ფრანზესი“ საფრანგეთში. ფაშისტური იდეოლოგიისათვის დამახასიათებელია საკუთარი ერის განდიდება და მისი ყველა სხვა ერისაგან გამორჩეულობის, მისი კულტურის უნიკალურობის მტკიცება. ამბობენ, რომ წარსულში ეს ერი აყვავებული იყო. ამას მოსდევს თეზისი ამ ერის არსებული მძიმე ეკონომიკურ–პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, რაც სხვა ერების ბოროტი განზრახვითაა გამოწვეული. ხშირად ერის დაკნინება ასოცირებულია რასობრივი სიწმინდის დარღვევასთან. ფაშისტური მოძრაობების განსაკუთრებული აღმავლობის ხანად ორ მსოფლიო ომს შორის არსებული პერიოდი ითვლება.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. fascism
    It. Fascismo
    ანტი ჰუმანიზმის, რასიზმისა და შოვინიზმის მებრძოლი იდეოლოგია, ან ასეთი სახის იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური მიმდევრობა, აგრეთვე, ღია პოლიტიკური დიქტატურა, რომლის მიზანია დემოკრატიის განადგურება, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება და დაპყრობითი ომების წარმოება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9