1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფელ ფემ ფენ ფეო ფეტ ფეშ

ფედერაცია

  1. 1. ახალი გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნის მიზნით რამდენიმე სახელმწიფოს კავშირი, რომლის დროსაც მასში შემავალი სახელმწიფოები, როგორც ფ–ის სუბიექტები, ინარჩუნებენ თავიანთი უფლებების გარკვეულ ნაწილს. 2. ცალკეული საზოგადოებების, ორგანიზაციების კავშირი.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. federation
    Fr. Federation
    L. foederatio კავშირი, გაერთიანება
    სახელმწიფოს მოწყობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს იურიდიულად განსაზღვრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებიდან შემდგარ რთულ (საკავშირო) სახელმწიფოს. ფედერაციულ სახელმწიფოში შემავალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები (შტატები, მიწები, რესპუბლიკები, პროვინციები) წარმოადგენენ ფედერაციის სუბიექტებს და მათ აქვთ საკუთარი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა. როგორც წესი, ფედერაციაში შემავალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები არ სარგებლობენ სახელმწიფოს სტატუსით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან არ გააჩნიათ: სუვერენიტეტი, ფედერაციის შემადგენლობიდან ცალმხრივად გასვლის უფლება და ისინი მოკლებულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობის უფლებას. საკავშირო კონსტიტუციის ან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას ფედერაციის სუბიექტის მიმართ აქვს იძულებითი ზომების გატარების უფლება (ფედერალური ინტერვენცია). ფედერაციის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს შეადგენს ორპალატიანი ფედერალური პარლამენტის არსებობა. ფედერაციის სტრუქტურის განსაზღვრისას ნაციონალური (ენობრივი) ფაქტორის გათვალისწინების მიხედვით განარჩევენ ტერიტორიულ საწყისებზე (აშშ, ავსტრალია, გფრ, არგენტინა, ვენესუელა, ბრაზილია, მექსიკა), ნაციონალურ საწყისებზე (ინდოეთი, ბელგია, ნიგერია, პაკისტანი) და შერეულ საწყისებზე (რფ, შვეიცარია, კანადა) შექმნილ ფედერაციას.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9