1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფელ ფემ ფენ ფეო ფეტ ფეშ

ფემინისტური სოციოლოგია

სოციოლოგიური თვალსაზრისები, რომლებიც სოციალურ მოვლენებს განიხილავს ქალთა თვალთახედვით და მათი პოზიციიდან. მას საფუძვლად სქესთა თანასწორობის თეორიები დაედო, რომლებიც ქალთა გათავისუფლებისა და სქესთა თანასწორობის იდეებს ქადაგებდა. ფ.ს–ის შეხედულებით, კლასიკურ სოციოლოგიაში გაბატონებულია უმართებულო ტენდენცია სოციალური პროცესების მამაკაცთა თვალთახედვით განხილვისა, შესაბამისად, ქალის როგორც საზოგადოების წევრის ტრადიციული შეუმჩნევლობა აისახა სოციოლოგიური მეცნიერების მდგომარეობაზეც. ფ.ს–ს ორი ძირითადი მიზანი აქვს: 1. სამართლიანობის აღდგენა და ქალთა პოზიციიდან საზოგადოების შესწავლა იმ წესთა მხილებით, რომელთა მეშვეობითაც მამაკაცები დომინირებენ სოციალურ ურთიერთობათა სისტემებში და ზღუდავენ ქალთა შესაძლებლობებს; 2. ტრადიციული სოციოლოგიის მიერ იგნორირებული თემის, კერძოდ, ქალთა ცხოვრების, მისი სამყაროს სერიოზულ სოციოლოგიურ საკვლევ საგნად ქცევა. არსებობს ფ.ს–ის მრავალგვარი მიმართულება: შავი, რადიკალური, ლიბერალური, მარქსისტული და სხვ.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9