1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფელ ფემ ფენ ფეო ფეტ ფეშ

ფემინურობა

(ლათ. Femininus - ქალური) - მოცემულ სოციუმში იმ თვისებათა ერთობლიობა, რომელსაც ქალს მიაწერენ. პატრიარქატი, ბუნებრივია, თავის სტერეოტიპულ შეხედულებებს ქმნის, ამკვიდრებს ქალურობის ჩარჩოებს და თავისი ისტორიული, ეთნოსპეციფიკური მახასიათებლები შეაქვს ქალურობის გამოვლინებაში. ქალურობა - სინაზე, სიმშვიდე, პასიურობა, ემოციურობა, მზრუნველობა თითქოს მასკულინობის, კაცურობის ოპოზიციაა. \ ანთროპოლოგიურად ქალი შეესაბამება ბუნების პასიურ პრინციპს. იუნგი „ტრანსფორმაციის სიმბოლოებში“ წერდა, რომ უწინ ქალი იყო ევა, ან ელენე, ან სოფია, ან მარიამი. სახელების შესაბამისი თვისებები კი ასე ნაწილდებოდა - იმპულსურობა, ემოციურობა, ინტელექტუალობა და კეთილშობილება. ევა არა მარტო ძველი, არამედ თანამედროვე კულტურაშიც მოიაზრება როგორც მაცდური, ცოდვილი, რომელიც „ქვევით“ ექაჩება ადამს. მიღებულია, რომ ევა და ელენე იერარქიულ კიბეზე უფრო დაბლა დგანან, ვიდრე მამაკაცი. \ ფემინისტები თვლიან, რომ ქალურობა არის არა ბუნებით მონიჭებული ფუნქცია-როლი, არამედ აღზრდით განპირობებული სოციალურ-კულტურული მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებად გვევლინება. არადა ტრადიციულად მიჩნეული მასკულინური თვისებები - სიამაყე, პრინციპულობა, თვითკმარობა, გამბედაობა ისევე ახასიათებს მამაკაცს, როგორც - ქალს. თუმცა მიჩნეულია, რომ მამაკაცს ძირითადად უნდა ახასიათებდეს მასკულინობა და „ოდნავი“ ფემინურობა.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9