1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფედ ფელ ფემ ფენ ფეო ფეტ ფეშ

ფეტიში

  1. 1. პირველყოფილ კულტურაში საგანი, რომელიც სულის განხორციელებად მიიჩნევა. ასეთი საგნები, ჩვეულებრივ, რელიგიური და მაგიური რიტუალების აუცილებელი ატრიბუტია; ხშირად მაგიასთან ერთად მოიხსენიება. 2. უფრო ფართო გაგებით (ძირითადად, ფსიქოლოგიაში, ფსიქოანალიზში), არაეროტული ობიექტისადმი (მაგალითად, ტანსაცმლის) აკვიატებული ერთგულება ან ინტერესი. არსებობს ე. წ. სასაქონლო ფეტიშიზმი (მარქსიზმში), რაც გულისხმობს კაპიტალიზმში ადამიანის შრომით შექმნილი მატერიალური ობიექტების შემოსვას „ბუნებრიობით“, რაც სინამდვილეში სოციალური პროცესების შედეგია. მარქსი მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ეკონომიის დიდი ნაწილი დამნაშავეა ეკონომიკის ფეტიშიზაციაში და ას ფარავს ფუნდამენტურ – ეკონომიკურ და სოციალურ – მიმართებებს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. fetish
    Fr. fetiche
    Port.Eu. feitico ამულეტი, ჯადოქრობა
    L. facticius ხელოვნური, ნაყალბევი
    1. პირველყოფილ ტომებში: გაღმერთებული საგანი;
    2. გადატ. უპირობო, უსიტყვო აღიარების, ბრმა თაყვანისცემის საგანი.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9