1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ქა ქვ ქი ქმ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქც
ქალ ქამ ქაო ქარ

ქალთა დისკრიმინაცია

(ლათ. diskriminatio - განსხვავება) - სოციალურ-იურიდიული ცნება, რომელიც ასე შეიძლება განიმარტოს: ,,ნებისმიერ რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ცალკეული პირებისა და ჯგუფების უფლებების შეზღუდვას ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების ფორმა, რომელიც ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა იერარქიულობაში გამოიხატება“. ქალთა დისკრიმინაციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მისი მიზეზები ყოფით, რელიგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, პოლიტიკურ წარმოდგენებში უნდა ვეძიოთ. ცივილიზაციამ სხვადასხვა ისტორიული ფორმაციები, რევოლუციურ-ევოლუციური მოძრაობები მოიცვა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მიჩუმათებული და ისტორიულად აუწერელი გახლავთ ქალი საზოგადოებრივ თუ პრივატულ ყოველდღიურობაში, ქალთა მოძრაობა თანასწორუფლებიანობისათვის. ქალთა დისკრიმინაციას სხვადასხვა გრადაციები აქვს: ინდოეთში ქვრივი ქალის დაწვის რიტუალიდან, ვიდრე შრომის არათანაბარი ანაზღაურების პოლიტიკამდე ცენტრალურ ევროპაში. \ ქალის იგნორირების თეორია და პრაქტიკა, ქალის თვალთახედვისადმი სექსისტური მიდგომა პატრიარქალურ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა. მხოლოდ 1946 წელს ამუშავდა გაეროს კომისია ,,ქალთა სტატუსის შესახებ“ ქალთა რეალური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მისი მთავარი ამოცანა გახლდათ ქალთა დისკრიმინაციის ფაქტების დოკუმენტირება. ,,კონვენციამ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ ცნება ,,ქალთა დისკრიმინაცია“ დანმარტა, როგორც ,,სქესის ნიშნით ნებისმიერი განსხვავება, გამიჯვნა ან შეზღუდვა, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე ქალის (მიუხედავად მისი ოჯახური მდგომარეობისა) უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობების შესუსტება ან სრული უარყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში“.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9