1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ქა ქვ ქი ქმ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქც
ქალ ქამ ქაო ქარ

ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი

E. Committee on elimination of discrimination of women
შექმნილია „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის საფუძველზე (1979), რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში სახელმწიფოს მიერ ქალთა უფლებების დაცვის გარანტიების შექმნას და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფას. კომიტეტი ზედამხედველობას უწევს იმას, თუ როგორ ასრულებენ სახელმწიფოები კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. იგი შედგება 23 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან. წევრები აირჩევიან 4 წლის ვადით. კომიტეტი განიხილავს სახელმწიფოთა მოხსენებებს (მე-18 მუხ.) კონვენციის დებულებების შესრულებისათვის სახელმწიფოს მიერ გატარებულ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ თუ სხვა ღონისძიებათა შესახებ. კომიტეტი გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით გაეროს გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად წარუდგენს მოხსენებას თავისი საქმიანობის შესახებ. სახელმწიფოთა მიერ წარდგენილი მოხსენებების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9