1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ქა ქვ ქი ქმ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქც
ქალ ქამ ქაო ქარ

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენცია – ,,ქალთა კონვენცია“

სოციალური თანასწორუფლებიანობის პრობლემამ წარმოშვა საჭიროება საერთაშორისო სამართალში შექმნილიყო სპეციალური დირექტივები და კონვენციები ცალკეულ ჯგუფთა სასიცოცხლო შესაძლებლობების გასაფართოებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს მიერ 1979 წლის 18 დეკემბერს მიღებული ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენცია“, რომელსაც საქართველო 1994 წლის 22 სექტემბერს შეუერთდა. კონვენცია ავალდებულებს გაეროს წევრ ქვეყნებს კონსტიტუციაში ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანობის პრინციპის ჩართვას; დისკრიმინაციის შემცველი ეროვნული კანონების, აქტების, პრაქტიკების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო დირექტიული მეთოდები. ცხოვრების ყველა სფეროში უნდა შეიქმნმას სათანადო პირობები ქალებისა და მამაკაცების ყველა სახის თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული კონვენცია სრულად მოიცავს იმ პრინციპებს, რომელთა რეალიზება შესაძლებელს ხდის გენდერული თანასწორობის მიღწევას.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9