1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ქა ქვ ქი ქმ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქც
ქალ ქამ ქაო ქარ

ქალი რელიგიაში

გენდერული კვლევის მიმართულება, რომელიც სწავლობს მსოფლიო რელიგიებში, საეკლესიო რიტუალებსა და საღვთისმეტყველო ტექსტებში ქალის ხატის, როლისა და ფუნქციური დატვირთვის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მოცემული კვლევის საგანია საზოგადოებრივი განვითარების პროცესებში ქალის სტატუსზე რელიგიურ-ეთიკური მემკვიდრეობის გავლენის შესწავლა და ანალიზი. ქრისტიანობის, ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის, ე.წ. არატრადიციული რელიგიების შეხედულებები ქალის სტატუსის შესახებ ფემინისტური თეორიების რევიზიის საგანია და, ამავე დროს, მოიცავს პატრიარქალური სოციალური ურთიერთობების კრიტიკასაც.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9