1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ქა ქვ ქი ქმ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქც
ქალ ქამ ქაო ქარ

ქალწულობის ინსტიტუტი

მოცემულ საზოგადოებაში სოციალურ-კულტურულ-რელიგიური ჩარჩოებით განპირობებული ნორმა, ტრადიცია, რწმენა, რომ ქალი გათხოვებამდე აუცილებლად ქალწული უნდა იყოს. ქალწულობის ინსტიტუტი უშუალოდ უკავშირდება პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის ხატს, როლს, ფუნქციას, გენდერულ სტერეოტიპებსა და გენდერული უთანასწორობის მასშტაბებს. მეცნიერთა აზრით, ქალწულობის ინსტიტუტი დომინირებს, კონტროლის მასკულინურ სტრატეგიებს ემსახურება. პატრიარქალურ კულტურებში ქალწულობის ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულება და მისი სიმყარე გამოწვეულია არა იმდენად რელიგიური დოგმებით, რამდენადაც ანდროცენტრული საზოგადოებრივი ნორმების არსებობით. ქალწულობის საკითხი უკავშირდება მამაკაცისა და ქალის თავისუფლების, ქალთა დისკრიმინაციის პრობლემას, საზოგადოების დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისადმი, პირადი არჩევანისადმი.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9