1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შერ შეს შეუ შეფ შეწ

შეიარაღებული კონფლიქტი

E. armed conflict
კონფლიქტები შეიძლება მიმდინარეობდეს იარაღის გამოყენებით, ან მის გარეშე. \nშ.კ. გულისხმობს სპეციფიკურ ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალების მოსაზიდად. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი სპეციალურად იყო ჩაფიქრებული შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანის უფლებების დარღვევათა შესაზღუდად. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა: სამოქალაქო მოსახლეობა, დაჭრილი, ან მწყობრიდან სხვაგვარად გამოსული სამხედრო პირები. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ოთხი კატეგორიის შ.კ-ს განასხვავებს. თითოეული კატეგორიის მიმართ განსხვავებული სამართლებრივი პრინციპები გამოიყენება. ეს კატეგორიებია: \ 1. საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის მიმართ გამოიყენება 1949 წლის ჟენევის ოთხი კონვენცია, 1977 წლის დამატებითი #I პროტოკოლი, ჰააგის წესები და სხვა სამართლებრივი პრინციპები; \ 2. განმათავისუფლებელი ომები და ომები თვითგამორკვევის მიზნით, რომელიც 1977 წლის #I პროტოკოლით რეგულირდება; \ 3. შიდა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც რეგულირდება ჟენევის ოთხი კონვენციისათვის ზოგადი მე-3 მუხლით და ჩვეულებრივი სამართლის სხვა ნორმებით; \ 4. ვიწრო ფორმულირების შიდა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 1977 წლის დამატებითი №2 პროტოკოლით რეგულირდება; \ 5. ძალადობის სპორადული აქტების, შიდა არეულობის, ან დაძაბულობის დროს გამოიყენება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმები და არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები. ჟენევის კონვენციები და ჰუმანიტარული სამართლის სხვა ნორმები არ შეიცავს სპეციალურ დებულებებს, რომლებიც სამოქალაქო ომებს ეხება და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალების მოზიდვას გულისხმობს, რაც შეიძლება გამხდარიყო შეიარაღებული კონფლიქტების მეხუთე კატეგორია. აქედან გამომდინარე, ასეთი კონფლიქტები პირველი ოთხი კატეგორიისათვის დამახასიათებელი სამართლებივი პრინციპების მიხედვით უნდა გაანალიზდეს.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9