1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შერ შეს შეუ შეფ შეწ

შემთანხმებელი კომიტეტი

E. Conciliation Committee
მინისტრების საბჭოსა და პარლამენტს შორის თანაგადაწყვეტილების პროცედურის შესაბამისად, შესაძლებელია შემთანხმებელი კომიტეტის შექმნა, რომელიც შედგება საბჭოს წევრებისაგან ან მათი წარმომადგენლებისაგან და იგივე რაოდენობის ევროპარლამენტარებისაგან. ორ აღნიშნულ ორგანოს შორის ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებისას წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება განსახილველად გადაეცემა შემთანხმებელ კომიტეტს, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ორივე მხარისათვის მისაღები ტექსტი \nშემუშავებული პროექტი ექვსი კვირის განმავლობაში კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღოს საბჭომ და წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენტმა. თუ რომელიმე ამ ორგანოთაგან არ მიიღებს ტექსტს, საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდნილად ითვლება.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9