1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შერ შეს შეუ შეფ შეწ

შემწყნარებლობა

E. Tolerance
განსხვავებული ეროვნული თუ ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური წარმომავლობის, რასისა თუ კანის ფერის, მოქალაქეობისა თუ სხვა ნიშნებით გამორჩეული ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, რომელიც გამორიცხავს რასიზმს, რასობრივ დისკრიმინაციას, სიძულვილს (იხ. სიძულვილის დამთესავი, სიძულვილით ჩადენილი დანაშაული) და ყოველთვის კეთილგანწყობით ხასიათდება, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ლახავს აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებებსა და თავისუფლებებს (იხ. ადამიანის უფლებათა პატივისცემა). შ შეიძლება უარყოფითად შეფასდეს, როდესაც საზოგადოება ითმენს რეაქციული, ექსტრემისტულად განწყობილი პოლიტიკური პარტიების, მათი წევრების, რიგითი მოქალაეების რასისტულ, ანტიჰუმანურ გამოხტომებს. საქართველოში შ-ის ოფიციალური იდეოლოგია და მისი ცხოვრებაში რეალიზაცია ყოველთვის იყო ძალზე მაღალი. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ხანაში არსებული შ იმდროინდელ და მომდევნო დროის წყაროებში ხასიათდება როგორც უნიკალური.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9