1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შერ შეს შეუ შეფ შეწ

შენგენი (შეთანხმება და კონვენცია)

E. Schengen (Agreement and Convention)
ქალაქ შენგენში 1985 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებით ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდენენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის. იმავე ხუთმა სახელმწიფომ 1990 წლის 19 ივნისს ხელი მოაწერა შენგენის კონვენციას. იგი განსაზღვრავს თავისუფალი გადაადგილების განხორციელების ზომებს. ამ კონვენციით ცვლილებები შედიოდა ეროვნულ კანონებში და პარლამენტის მიერ რატიფიცირებას ექვემდებარებოდა. მოგვიანებით ხელმომწერთა სიას იტალია (1990წ.), ესპანეთი და პორტუგალია (1991წ.), საბერძნეთი (1992წ.), ავსტრია (1995წ.), შვედეთი, ფინეთი და დანია (1996წ.) შეუერთდნენ. კონვენციის მხარეები არიან, აგრეთვე, ნორვეგია და ისლანდია \nშეთანხმება და კონვენცია, შენგენის აღმასრულებელი კომიტეტის დეკლარაციებთან და გადაწყვეტილებებთან ერთად, ქმნიან შენგენის კანონმდებლობას. ამსტერდამის ხელშეკრულების პროექტის შექმნისას გადაწყდა, რომ 1999 წლის 1 მაისიდან შენგენის შეთანხმება გადავიდოდა ევროპის კავშირში, რადგანაც იგი ერთიანი ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ამოცანასთან - პირთა თავისუფალ გადაადგილებასთანაა დაკავშირებული \nამ მიზნით, მინისტრების საბჭომ შენგენის კანონმდებლობა მიაკუთვნა ან ევროპის გაერთიანებების დამფუძნებელი ხელშეკრულების მეოთხე თავს (ვიზები, თავშესაფარი, იმიგრაცია და პირთა თავისუფალი გადაადგილება) ან ევროპის კავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავს (სისხლის სამართლის საქმეებში პოლიციისა და სასამართლოს თანამშრომლობა) \nევროპის კავშირში შენგენის შეთანხმების გადასვლას მოჰყვა ინსტიტუციური ინტეგრაციაც. ევროკავშირის მინისტრების საბჭომ დაიკავა შენგენის აღმასრულებელი კომიტეტის ადგილი, ხოლო მინისტრების საბჭოს გენერალურმა სამდივნომ შენგენის სამდივნოს ფუნქციები შეითავსა.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9