1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შვე შვი

შვილად აყვანა

E. Adoption of children
ბავშვის უფლება - სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის იცხოვროს და აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, თუ იგი დარჩენილია მშობლის მზრუნელობის გარეშე. შა ასეთ ბავშვთა მოვლის ყველაზე მისაღები ფორმაა. გაშვილებისას ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს განსაკუთრებული პრეროგატივაა. ბავშვთა უფლებები აღიარებულია 1959 წლის ბავშვთა უფლებების კონვენციით. ბავშვთა უფლებების დაცვას შეეხება გაეროს 1986 წლის „საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გაშვილებულ და აღსაზრდელად გადაცემულ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სოციალურსამართლებრივი პრინციპების დეკლარაცია“. დეკლარაციის თანახმად, შვილად აყვანის მიზანია ბავშვის მუდმივი ოჯახით უზრუნველყოფა, როდესაც მასზე ზრუნვას ვერ ახორციელებენ მშობლები (მე-13 მუხ.) დეკლარაციაში განსაზღვრულია სახელმწიფოს როლი გაშვილებულ და აღსაზრდელად გადაცემულ ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში. დეკლარაციით სახელმწიფო ვალდებულია, განსაზღვროს საზღვარგარეთ გაშვილებულ ბავშვთა უფლებების დაცვის პოლიტიკა, დააწესოს მკაცრი კონტროლი და შეიმუშაოს ამ სფეროში კანონმდებლობა (მე-18 მუხ. \nსაქართველოში შვილად აყვანის პროცედურასა და სუბიექტებს განსაზღვრავს საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი „შვილად აყვანის შესახებ“, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირთა და უცხოელების მიერ საქართველოში მცხოვრები, მშობლების ზრუნვას მოკლებული არასრულწლოვანი ბავშვების გაშვილების პროცედურის დარეგულიება. კანონის მიხედვით, შვილად აყვანის საკითხებზე უფლებამოსილი დაწესებულებაა საქართველოს განათლების სამინისტრო თავისი ტერიტორიული ორგანოებით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროები შესაბამისი ტერიტორიული ორგანოებით. კანონით განსაზღვრულია ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილების პროცედურა. თუ საქართველოში მშვილებელთა და ბავშვთა ინტერესებისა და კანონის გათვალისწინებით არ მოიძებნა მშვილებელი, შეიძლება დაისვას საკითხი ბავშვის სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე გაშვილების შესახებ, როგორც ბავშვის მოვლის ალტერნატიული საშუალება, საზღვარგარეთ ბავშვის გაშვილება შესაძლებელია მხოლოდ საინფორმაციო ბანკში მათი აღრიცხვაზე აყვანიდან 6 თვის შემდეგ, თუ ბავშვის სიცოცხლეს რაიმე საშიშროება ემუქრება (მაგალითად, განუკურნებული ავადმყოფობა), ეს ვადა შეიძლება სასამართლოს მიერ შემცირდეს.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9