1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შიდ შიზ შიი შიმ შინ

შინ შრომა

ინდივიდის აუნაზღაურებელი შრომა, რომელიც მოიცავს ოჯახის წევრების, ბავშვის, მეუღლის, სახლის, ეზოს მოვლას; ოჯახის წევრებისათვის, ნათესავებისათვის საზოგადოებრივი საქმიანობის პირობების შექმნას. სახლში შრომის (დალაგება, პროდუქტების მოტანა, კერძების მომზადება, რეცხვა და ა.შ.) არათანაბარი გადანაწილება ქალთა დისკრიმინაციის ძირითადი ფორმაა, რომელიც შრომის სქესობრივი ნიშნით დაყოფასა და ქალის საქმიანობის დაუფასებლობას გულისხმობს. ტერმინი „დიასახლისი“ იმთავითვე აუნაზღაურებელი შრომის სინონიმად მოიაზრება და იგი შრომისა და ანაზღაურების გენდერული დიფერენციაციის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. დასავლეთის რიგ ქვეყნებში მიმდინარეობს მსჯელობა შინ შრომის ანაზღაურების პრაქტიკის დანერგვის შესახებ.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9