1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შრო

შრომითი ბანაკები

E. Labor camps
XIX და XX საუკუნეებში კოლონიურ იმპერიებსა და სხვადასხვა სოციალურ სისტემებში შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტები, სადაც იძულებითი შრომა გამოიყენება. ასე, მაგალითად, 1924 წელს საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შექმნილი შრომითი ბანაკების სისტემა „სოციალისტური აღზრდის” მიზნით (ე.წ. „გულაგი”). ნაცისტურ გერმანიაში იძულებითი შრომის ბანაკები სახელმწიფო საიდუმლო პოლიციის (გესტაპო) მიერ შეიქმნა, როგორც საკონცენტრაციო ბანაკების სტრუქტურული ნაწილი. ბანაკთა სხვა სახეობას სიკვდილის ბანაკები წარმოადგენს, სადაც ადამიანებს გაცილებით სწრაფად ანადგურებენ, ვიდრე ეს კატორღული შრომითაა შესაძლებელი. ვიეტნამის სისხლის სამართლის კოდექსით იძულებითი შრომა მიესჯება „ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის”. ჩინეთში ჯერ კიდევ არსებობს „გულაგის” ტიპის ფართო სისტემა. 1957 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო კონვენცია იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9