1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

შა შე შვ ში შო შპ შრ შტ შუ
შრო

შრომისა და ანაზღაურების გენდერული დიფერენციაცია

ერთნაირი კვალიფიკაციის მქონე მამაკაცისა და ქალის შრომის არათანაბარი ანაზღაურება. დამქირავებლის მხრიდან ამგვარი დისკრიმინაციის დროს ადგილი აქვს ქალის მიწვევას უფრო დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, პროფესიული დაწინაურების ბლოკირებას და, შესაბამისად, ანაზღაურების სიმცირეს. შრომისა და ანაზღაურების ამგვარი დაყოფის დროს ქალებისათვის განკუთვნილია ისეთი სამუშაოები, როგორიცაა: დამწყები მუშაკი (მოხელე), მდივანი, მიმტანი, ძიძა, წვრილი მოვაჭრე, ბიბლიოთეკარი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი და ა.შ. დამქირავებელი ფიქრობს, რომ საოჯახო საქმიანობის გამო ქალი ნაკლებად კონკურენტუნარიანია სერიოზული საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროში. ამავე დროს, მამაკაცი კოლეგები ნაკლებად ითვალისწინებენ ქალი-პროფესიონალის აზრს „ქალის ჭკუის“ გამო, ხოლო დამქირავებელი ნაკლებად ცდილობს ქალის პროფესიულ ზრდასა და მისი განათლების სტიმულირებას. ამგვარი სახის დისკრიმინაცია აძნელებს ქალის საარსებო საშუალებებით სრულად უზრუნველყოფას, რაც მას ეკონომიკურად არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9