1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ძა ძვ ძი
ძირ

ძირძველი მოსახლეობა

E. Indigenous population
მოსახლეობის კატეგორია, რომელიც განსხვავდება თავისი წარმოშობითა და სტატუსით იმ ქვეყანაში, რომელშიც ის ცხოვრობს. აღნიშნავენ ძმ -ის შემდეგ ძირითად ნიშნებს: ა) თაობები, რომელთა წინაპრები ცხოვრობდნენ კონკრეტულ ტერიტორიაზე სხვა ჯგუფის მოსვლამდე; ბ) როგორც წესი, ეს მოსახლება განსხვავდება გარედან მოსული და საზოგადოებაში გაბატონებული მოსახლეობისაგან კულტურით, ტრადიციებით, ადათ-ჩვეულებებით, ენით, ფსიქოლოგიით; გ) ამ ჯგუფის თვითშეგნება ეფუძნება რწმენას, რომ იგი არის ძმ-ის მემკვიდრე და მას სურს, შეინარჩუნოს კულტურა, კონტროლის მატერიალური რესურსების მიმართ. ხშირად სახელმწიფოს მცდელობა, შეიტანოს ამ რეგიონებში თანამედროვე ცივილიზაციის ელემენტები, მედგარ წინააღმდეგობას აწყდება. მეორე უკიდურესობაა სახელმწიფოს მცდელობა, მოათავსოს ძმ - რეზერვაციებში - მკაცრად დაცულ სპეციალურ ზონებში (ინდიელები აშშ-ში), რამაც არაერთხელ ამ მოსახლეობის შეიარაღებული წინააღმდეგობა გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეცადინეობით, დღეს ძმ-ის პრობლემა ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ ამოცანად იქცა. 1995-2004 წლები გამოცხადებული იყო „მსოფლიოს ძირძველი ხალხების საერთაშორისო დეკადად“. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ცნობს ძმ-ის თვითგამორკვევის უფლებას (იხ. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება) და ამ უფლების რეალიზაციისას კრძალავს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაშლას.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9