1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ხა ხე ხო ხუ
ხალ ხარ ხას

ხარჯვითი ნაწილის კლასიფიკაცია

E. Classification of Expenditure
ევროკავშირის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მოიცავს სავალდებულო და არასავალდებულო ხარჯებს. სავალდებულო ხარჯების რაოდენობა სამართლებრივად განსაზღვრულია ხელშეკრულებებით, მეორადი კანონმდებლობით, კონვენციებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კერძო კონტრაქტებით. რაც შეეხება არასავალდებულო ხარჯებს, ბიუჯეტის მიმღებ ორგანოებს (საბჭოსა და პარლამენტს) უფლება აქვთ თავად გადაწყვიტონ მათი ოდენობა. საკითხი იმის შესახებ, სავალდებულოა თუ არა ესა თუ ის ხარჯი, ხშირად საბჭოსა და პარლამენტს შორის კამათის საფუძველი ხდება, რადგან პარლამენტს შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხარჯი არასავალდებულოა. იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯები სავალდებულო ხარჯებად ითვლება, გაერთიანების ბიუჯეტის 45% პარლამენტის კონტროლს არ ექვემდებარება.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9