1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ხა ხე ხო ხუ
ხელ

ხელოვნების სოციოლოგია

სოციოლოგიის სფერო, რომელიც შეისწავლის საზოგადოების, ადამიანისა და ხელოვნების ურთიერთობას, ხელოვნების სოციალურ ფუნქციებს. მის წინაშე ისმის კითხვები: რამდენად გამოხატავს ხელოვნება მის შემქმნელ საზოგადოებასა და შესაბამისი ეპოქის ღირებულებებს, რამდენადაა განპირობებული ხელოვნება საზოგადოების არსით, რა ფუნქციები აქვს ხელოვნებას საზოგადოებასთან მიმართებაში. ხ.ს. იკვლევს ხელოვნების სოციალურ ბუნებას, ადგენს, ემსახურება თუ არა იგი სოციალურს, აჩვენებს სოციალურის ფაქტობრივ ვითარებას და ასახავს მისი ჯერარსობის გზასაც. ხელოვნების სოციოლოგიაში მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების წარმოების ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური ანალიზი (კოზერი, ბეკერი), ხელოვნების შინაგანი თავისებურებების კვლევა. ამ სპეციფიკის გამო ნაშრომები ხ.ს–ში უფრო დისციპლინათაშორისი ხასიათისაა, ვიდრე ვიწრო სოციოლოგიური. საბოლოო ჯამში, სწორედ შემოქმედების გაგების შერწყმა ხელოვნების ქმნილებათა უფრო ფართო – სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობისა და მნიშვნელობის შეფასებასთან – განასხვავებს ხ.ს–ს ტრადიციულად არსებული მიმართულებების – ლიტერატურული კრიტიკისა და ხელოვნების ისტორიისაგან.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9