1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ხა ხე ხო ხუ
ხელ

ხელშეკრულებათა სიმარტივე

E. Clarity of the Treaties
1996-1997 წლების მთავრობათშორისმა კონფერენციამ პირველი ნაბიჯი გადადგა ევროპის გაერთიანებების დამფუძნებელ ხელშეკრულებათა გამარტივებისაკენ. ხელშეკრულებათა სირთულე მათი სამართლებრივი სტრუქტურიდან გამომდინარეობს, რასაც დამფუძნებელ ხელშეკრულებებში სხვადასხვა დროს შეტანილი ცვლილებები განაპირობებს \n1993 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ დაარსდა ევროპის კავშირი, რითაც უკვე არსებული სტრუქტურა შეიცვალა და განივრცო. ახალი ხელშეკრულების მიღებამ სადავო გახადა დამფუძნებელი ხელშეკრულების ზოგიერთი დებულება, რომელიც ახალ ხელშეკრულებას არც შეუცვლია და არც ფორმალურად გაუუქმებია \nევროკომისია ცდილობს, რომ დამფუძნებელი ტექსტების წაკითხვისა და გაგების სირთულემ ბზარი არ გააჩინოს ევროპის კავშირსა და მის მოსახლეობას შორის და, შესაბამისად, მათი რედაქტირებისა და კონსოლიდირების ინიციატივა წარმოადგინა \nამსტერდამის ხელშეკრულებაზე თანდართულ ერთობლივ დეკლარაციაში აღინიშნა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა ხელშეკრულებათა კონსოლიდირებზე ისე, რომ მოხდეს ამსტერდამის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცვლილებების გადატანა დამფუძნებელ ხელშეკრულებებში. ამ გადაწყვეტილების მიზანია, სამართლებრივი ტექსტები უფრო ნათელი და იოლად გასაგები იყოს ყველასათვის. ამავე მიზნით მოხდა დამფუძნებელი ხელშეკრულებების მუხლების ხელახალი გადანომრვა.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9