1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ჯა ჯგ ჯე ჯი ჯო
ჯაი ჯამ ჯან ჯარ ჯაშ

ჯაშუში

  1. E. Spy
    პირი, რომელიც მტრის დაკავებულ ტერიტორიაზე ფარულად მოქმედებს და ცდილობს, შეაგროვოს ცნობები საომარ მოქმედებათა რაიონში, რათა ისინი გადასცეს თავის მხარეს (იხ. ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები - მეოთხე კონვენცია „სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებათა შესახებ“, 29-ე მუხ). ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ადგენენ ჯ-ის სტატუსს (იხ. ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ.). ჯ ისჯება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც შეიძლება გამოტანილ იქნას ჯაშუშური ქმედების დროს ადგილზე მისი დაკავების შემთხვევაში. თუ შინ მშვიდობით დაბრუნებული ჯ შემდგომ ხელახლა მოხვდა ტყვედ, იგი პასუხს არ აგებს წარსულში თავისი ჯაშუშური საქმიანობისათვის.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  2. პირი, რომელიც მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ფარულად მოქმედებს და ცდილობს შეაგროვოს ცნობები მოწინააღმდეგის გეგმებისა და მისი ძალების შესახებ, რათა აცნობოს თავის მხარეს. ჯ. ისჯება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც შეიძლება გამოტანილ იქნეს ჯაშუშური ქმედების დროს ადგილზე მისი დაკავების შემთხვევაში. თუ შინ მშვიდობით დაბრუნებული ჯ. შემდგომ მოხვდა ტყვედ, იგი პასუხს არ აგებს წარსულში თავისი ჯაშუშური საქმიანობისთვის.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9