1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰეგ ჰედ ჰელ ჰერ ჰეტ ჰექ ჰეჯ

ჰეგემონია

  1. სახელმწიფოს ან ადამიანთა ჯგუფის გაბატონებული მდგომარეობა. ტერმინს ხშირად იყენებდნენ ნეომარქსისტები და საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის სპეციალისტები. ასე მიაწერდა, მაგ., ა. გრამში ბურჟუაზიას ჰეგემონის მდგომარეობას კაპიტალისტურ საზოგადოებაში, რისი უტყუარი ნიშანიც იყო ბურჟაზიული მსოფლმხედველობის გაბატონება. საერთაშორისო ურთიერთობებში ჰ–ის საკითხს უკავშირებდნენ ზესახელმწიფოებს შორის მსოფლიო ბატონობისათვის ბრძოლას ან, ბოლოს, ამერიკის მისწრაფებას გახდეს, გახდეს მსოფლიოში გაბატონებული ერთადერთი ძალა.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. hegemony
    Gk. hegemonia ბატონობა, პირველობა
    ხელმძღვანელობა, უმაღლესი, უპირველესი მდგომარეობა; ზოგიერთი სახელმწიფოს ან კლასის მიერ სხვა სახელმწიფოების ან კლასების გაბატონებული, დამთრგუნველი მართვა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9