1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰუმ

ჰუმანიტარული ინტერვენცია

  1. E. Humanitarian intervention
    კაცობრიობის სახელით სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების შეჭრა ნებისმიერი ძალადობრივი ფორმით, რომლის მიზანია ამ ქვეყნის მოქალაქეთა ძირითადი უფლებების დაცვა, მაშინ, როდესაც ადგილობრივ რეჟიმს არ სურს, ან არ შეუძლია ამის გაკეთება.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. Humanitarian intervention
    ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების ჩამდენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის (ორგანიზაციების) მიერ სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა სახის მოქმედებით ძალის გამოყენება. ინტერვენციისაგან განსხვავებით, რომელიც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია როგორც სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა (იხ. ჩაურევლობა), ჰი მართლზომიერ აქტად ითვლება, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ჩაიდინოს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლით აკრძალული დანაშაულობანი - გენოციდი, აპატეიდი, ეთნიკური წმენდა და ხვ. ჰი-ს შეიძლება ჰქონდეს შეიარაღებული ძალების გამოენების სხვადასხვა სახე (მაგ.: ნატოს მოქმედება იუგოსლავიის პროვინცია კოსოვოში 1999 წ.; გაეროს მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქცევა სრულ ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ბლოკადაში - 1970- 1990-იან წლებში და სხვ.). ჰი-ის გამოყენება ეკრძალებათ ცალკეულ სახელმწიფოებს, რადგან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტი, რომელიც საერთაშორისო დანაშაულის ტოლფასია და რომელსაც სამხედრო ჩარევაც კი შეიძლება მოჰყვეს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დგინდება და მისი მოწესრიგებაც საერთაშორისო ღონისძიებებით უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მიკერძოებანი: ამ პრინციპის სათანადიოდ დაუცველობის გამო, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თვით ნატოს მეთაურობით, კოსოვოში (იუგოსლავიის პროვინცია) ჰი-ს განხორციელებამ (იხ. ჰუმანიტარული ინტერვენცია კოსოვოში).
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  3. ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების ჩამდენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის (ორგანიზაციების) მიერ სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა სახის ძალის გამოყენება. ინტერვენციისაგან განსხვავებით, რომელიც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია როგორც ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა, ჰ.ი. მართლზომიერ აქტად ითვლება, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ჩაიდინოს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლით აკრძალული დანაშაული – გენოციდი, აპართეიდი, ეტნიკური წმენდა და სხვ. ჰ.ი–ს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სახე (მაგ., ნატოს მოქმედება იუგოლსავიის პროვინცია კოსოვოში 1999 წ; გაეროს მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქცევა ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ბლოკადაში – 1970–1990–იან წლებში და სხვ.). ჰ.ი–ის გამოყენება ეკრძალებათ ცალკეულ სახელმწიფოებს, რადგან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტი, რომელიც საერთაშორისო დანაშაულის ტოლფასია და რომელსაც სამხედრო ჩარევაც კი შეიძლება მოჰყვეს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დგინდება და მისი მოწესრიგებაც საერთაშორისო ღონისძიებებით უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მიკერძოებანი. ამ პრინციპის სათანადოდ დაუცველობის გამო აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ნატოს მეთაურობით კოსოვოში ჰ.ი.–ის განხორციელებამ.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9