1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

მა მდ მე მზ მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მფ მყ მშ მც მძ მწ
მიბ მიგ მიე მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიუ მიწ

„მინის ჭერი“

იმ წინააღმდეგობათა ერთობლიობა, რომელიც ხელს უშლის ქალის კარიერას, პროფესიულ, საზოგადოებრივ წარმატებებს. გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ასიმეტრია და ქალთა დისკრიმინაციის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აფერხებს ქალის სრული თვითრეალიზაციის პროცესს. ქალები პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში შემსრულებელ ინსტრუმენტს უფრო წარმოადგენენ , ვიდრე ხელღძვანელს, ლიდერს, მაშინ, როცა მათი კომპეტენტურობის დონე ანდა ლიდერის უნარ-ჩვევები სულაც არ ჩამოუვარდება მამაკაცისას. ზოგჯერ ქალი თავად უქმნის საკუთარ თავს ბარიერებს, რადგანაც საზოგადოების ნეგატიური შეფასების ეშინია. გენდერული ცენზურა „მინის ჭერის“ წარმოქმნის ერთ-ერთი პირობაა.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9