1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბლა ბლე ბლი ბლო

ბლოკი

  1. 1. სახელმწიფოთა, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირი ან შეთანხმება დასახული მიზნების მისაღწევად მათი ერთობლივი მოქმედებით. განსაკუთრებით გავრცელებულია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ბ-დ გაერთიანება ხმების მაქსიმალური რაოდენობის დასაგროვებლად, აგრეთვე საპარლამენტო პარტიებისა და ფრაქციების ბ-დ გაერთიანება რომელიმე კანონის მიღების ან ჩაგდების მიზნით;
    2. სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ საბრძოლო მოქმედებას. იგი შეიძლება იყოს როგორც თავდაცვითი, ისე აგრესიული, მიმართული სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. სამხედრო-პოლიტიკური ბ-ის როლი განსაკუთრებით გაიზარდა ცივი ომის პერიოდში, კერძოდ XX ს-ის 50-80-იან წლებში, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდა ნატო და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. bloc, block
    Fr. bloc
    ერთობლივი, საერთო საქმიანობის განხორციელებისთვის დაჯგუფებების, ორგანიზაციების, პარტიებისა და სახელმწიფოების გაერთიანება, შეთანხმება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9