1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პავ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პარლამენტი

  1. ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო, რომელიც, როგორც წესი, არჩევნების საფუძველზე იქმნება, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება ნაწილობრივ დაინიშნოს კიდეც. ისტორიულად პ. ჯერ კიდევ XIII ს–ში ინგლისში წარმოიშვა, როგორც სხვადასხვა ფენების წარმომადგენლობითი ორგანო. სხვადასხვა ქვეყანაში მან განსხვავებული სახელწდება მიიღო: აშშ–ში – კონგრესი, საფრანგეთსა და თანამედროვე რუსეთში – ფედერალირი კრება, შვეციაში – რიკსლაგი, ნორვეგიაში – სტორტინგი, საქართველოში – პარლამენტი და ა.შ. პ. შეიძლება არსებობდეს როგორც რესპუბლიკის, ისე მონარქიის პირობებში. ამასთან ერთად, იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება პარლამენტარიზმის პრინციპს ეყრდნობა, პ–ს სოციალურ–პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. G. parliament
    G. parlament
    Fr. parlement. parler ლაპარაკი
    1. უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოს დასახელება გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, იტალიაში, კანადაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში. შეერთებულ შტატებსა და ლათინური ამერიკის უმეტეს ქვეყანაში ანალოგიური ორგანოს დასახელებაა კონგრესი, ისლანდიაში ალტინგი, ხოლო რუსეთის ფედერაციაში ფედერალური საკრებულო. სტრუქტურის მიხედვით განასხვავებენ ერთპალატიან და ორპალატიან პარლამენტს;
    2. ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 150 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 85 პარლამენტის წევრისაგან. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა - რესპუბლიკის საბჭო და სენატი, რომელთა შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 4, 48, 49); საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, პარლამენტის დადგენილება (“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 9).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9