1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პავ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პარტია

  1. ერთნაირად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ინტერესებს გამოხატავს და მიზნად ისახავს ამ ინტერესების რეალიზაციას სახელმწიფო მმართველობის დაუფლების ან მასში მონაწილეობის გზით. პირველი პოლიტიკურ პ–ის ჩანასახებს ჯერ კიდევ მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში ვხვდებით. ჯგუფად გაერთიანებული სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ხელისუფლებისათვის ან მათზე ზეგავლენისათვის იბრძოდნენ. ასეთი დაჯგუფებების ტიპურ წარმომადგენლებად შეიძლება ვიგები და ტორები ჩაითვალონ, რომლებიც ინგლისში XVII ს–ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდნენ. პირველ პ–ად 1877 წელს ინგლისში შექმნილი ლიბერალური პ. ითვლება. პ–ის კლასიფიკაციის საფუძვლად სხვადასხვა კრიტერიუმებია მიღებული: სოციალური, იდეოლოგიური, ორგანიზაციის პრინციპი და სხვ. სოციალური პრინციპით შექმნილ პ–ებს მიეკუთვნება პარტიები, რომლებიც სხვადასხვა კლასების (მუშათა, ბურჟუაზიული, გლეხთა და სხვ.) ან სოციალური ფენების (ინტელიგენციის, წვრილი ბურჟუაზიის და სხვ.) ინტერესებს გამოხატავენ. იდეოლოგიური ანუ მსოფლმხედველობითი ნიშნის მიხედვით შექმნილი პ–ები თავის მუშაობაში იდეოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ორგანიზაციის ნიშნით შექმნილ პარტიებად თვლიან საკადრო, მასობრივ პ–ებს ან ისეთ პ–ებს, სადაც არ არის ოფიციალური წევრობის ინსტიტუტი და წევრობა მხოლოდ მისი კანდიდატისათვის ხმის მიცემით განისაზღვრება. პ–ები ერთმანეთისაგან სახელმწიფოებრივ ხელისუფლებაში დაკავებული ადგილითაც განსხვავდებიან. განასხვავებენ ლეგალურ და არალეგალურ, მმართველ და ოპოზიციურ, მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტულ პ–ებს. პ–ები პარტიულ სისტემას ქმნიან.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. party
    Fr. parti
    G. partei
    L. pars (partis) ნაწილი, ჯგუფი
    1. საზოგადოების გარკვეული კლასის (ჯგუფის) ინტერესების გამომხატველი და დამცველი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მის პოლიტიკურ ბრძოლას სხვა კლასებთან (ჯგუფებთან);
    2. საერთო საქმიანობით, ინტერესებით, იდეოლოგიით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც როგორც წესი მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას და საკუთარი სამოქმედო პროგრამის განხორციელებას;
    3. საქონლის განსაზღვრული რაოდენობა;
    4. საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით და საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. პარტია წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც არჩევნების მეშვეობით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში. საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი. დაუშვებელია პარტიის შექმნა რეგიონული ან ტერიტორიული ნიშნის მიხედვით („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9