მისი სამშობლო ძველი საბერძნეთია, ფოლკლორული საფუძველი - გოდება, ტირილი ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო. ელეგია შეიძლება წარმოადგენდეს სევდიანი განწყობილების ლირიკულ ლექსს, აგრეთვე, სევდიან, ჭვრეტით, ჩაფიქრებული ხასიათის ვოკალურ ან საკრავიერ ნაწარმოებს (მაგ., ჩაიკოვსკის, რახმანინოვის ნაწარმოებები).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი