ევ ელ ენ ეპ ეს ექ
ენკ

ენკაუსტიკა

Gk.
"ამოწვა"
ცვილოვანი საღებავებით ხატვა. ვიწრო მნიშვნელობით, გაცხელებული მასალით წერის წესით შესრულებული ცვილოვანი ფერწერა. ენკაუსტიკის ტექნიკა შეიქმნა V ს-ში ძვ.წ.-ით, ძველ საბერძნეთში. ამ ტექნიკაშია შესრულებული ხის დაფებზე ე.წ. ფაიუმის პორტრეტები ეგვიპტეში (I ს. ძვ.წ.-ით – IV ს. ახ. წ.-ით). მათში მხატვარი ზუსტად გადმოსცემდა მოდელის გარეგან ნიშნებს, თვალის ფერს, სახის გამომსახველობას, თმის ფაქტურას, ოქროს სამკაულთა ბრწყინვალებას. მოგვიანებით ცვილის საღებავები შეიცვალა ტემპერით, რამდენადაც მხატვრის ყურადღება გამახვილდა შინაგან, სულიერ მხარეზე. თანამედროვე მხატვართაგან ზოგიერთი კვლავ მუშაობს ენკაუსტიკის ტექნიკაში.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9