მოკლე სატირული ლექსი. ამ ჟანრის სათავე მოდის განმანათლებლების წარწერებიდან ქანდაკებებზე, საკურთხევლებსა და სამარხებზე (ამ უკანასკნელმა შემდგომში მიიღო ეპიტაფიის სახელწოდება). ძველბერძენთა ეპიგრამები თემატიკის მხრივ მრავალფეროვანი იყო. თანდათანობით იგი სატირულ ჟანრად ჩამოყალიბდა, რომლის აუცილებელ პირობადაც იქცა მოულოდნელი დასრულება. მწვავე სატირული ეპიგრამების ოსტატები იყვნენ საფრანგეთში - ლაფონტენი, ვოლტერი, რუსო, ინგლისში - ბიორნსი, გერმანიაში - ლესინგი, ჰაინე, რუსეთში - პუშკინი. ახალი დროის ლიტერატურაში სატირულ ეპიგრამებთან ერთად განვითარდა ლირიკული, ფილოსოფიური განზოგადების ეპიგრამები.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი