ევ ელ ენ ეპ ეს ექ
ეპი ეპო

ეპოსი

მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი გვარია ლირიკასა და დრამასთან ერთად. განასხვავებენ ეპოსის მსხვილ, საშუალო და მცირე ფორმებს. მსხვილი ფორმებია: ეპოპეა, როგორც: 1) გმირული ეპოსი; 2) რომანი, რომელშიც ასახულია რამდენიმე, ხშირად მრავალი ადამიანის ბედი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. საშუალო ფორმებია: მოთხრობა (ზოგჯერ ნოველა), რომელშიც ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიის ან ადამიანთა ჯგუფების ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდია ასახული. მცირე ფორმებია: ნოველა ან მოთხრობა, როდესაც ისინი ადამიანების ცხოვრების ერთი ან ორი ეპიზოდის ასახვით შემოისაზღვრებიან. თხრობითი ლიტერატურის განსაკუთრებული ფორმაა - ნარკვევი. მოცულობით იგი შეიძლება ახლოს იყოს მოთხრობასთან, საფუძვლად უდევს რეალურად მომხდარი მოვლენები. ეპოსის უძველეს სახეს შეადგენენ ზღაპრები და მითიური თქმულებები.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9