მუსიკალური ნაწარმოების მონაკვეთი, რომელშიც ნაჩვენებია ძირითადი თემატური მასალა საწყისი სახით, რასაც, როგორც წესი, მოსდევს დამუშავება, განვითარება და რეპრიზა (განმეორება). ზოგადი მნიშვნელობით ტერმინი ექსპოზიცია აღნიშნავს ნებისმიერ ჩვენებას (საგამოფენო დარბაზში, მუზეუმში და სხვ.).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი