ვა ვე ვი ვო
ვალ ვარ

ვალსი

Mus.
გერმანული და ავსტრიული ხალხური ცეკვებიდან წარმოშობილი წყვილთა სამეჯლისო ცეკვა, XVIII ს-დან გავრცელდა ევროპის ქვეყნების ქალაქურ ყოფაში. ზომიერად სწრაფი, სამწილადი ზომით, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ე.წ. «ვენის ვალსმა» (შტრაუსი). დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა საკრავიერი, ან საორკესტრო პიესის სახით, ასევე მსხვილი ფორმის სიმფონიური ნაწარმოების ერთ-ერთი ნაწილის სახით. ფართოდ გამოიყენება ბალეტში (ჩაიკოვსკი).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9