ლითონის ჩასაბერი საკრავი. პირველად ორკესტრში გამოყენებულ იქნა XVII ს-ში. გამოირჩევა ხმოვანების რბილი ტემბრით. წარმოადგენს სპირალისებურად დახვეულ გრძელ ვიწროყელიან მილს, რომელიც ბოლოში მკვეთრად ფართოვდება. მასზე ძირითადად სრულდება ფართო სუნთქვის, მღერადი მელოდიები.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი