1. ბალეტში - ტექნიკურად რთული, კომპოზიციურად გაშლილი კლასიკური სოლო ცეკვა; 2. მუსიკაში - მელოდიის ან მისი თანხლების სახეცვლა. პროფესიულ მუსიკაში XVI ს-დან ჩამოყალიბდა მუსიკალური ფორმა «თემა ვარიაციებით», ანუ მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შედგება თემისა და მისი შემდგომი სახეცვლილი გამეორებებისაგან. ვარიაციები შეიძლება წარმოადგენდეს დამოუკიდებელ ნაწარმოებს (მაგ., ბეთჰოვენის «32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის» ან მსხვილი ფორმის ნაწარმოების ერთ-ერთი ნაწილი (მაგ., შოსტაკოვიჩის VII სიმფონია).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი