ხემიანი სიმებიანი საკრავი. უკრავენ ხემით ან თითების გამოკვრით. ვიოლინოს კლასიკური ტიპი შეიქმნა XV ს. იტალიასა და საფრანგეთში. XVI-XVIII სს-ის იტალიაში ჩამოყალიბდა ვიოლინოს ოსტატთა (ანდრეა და ნიკოლო ამატი, გვარნერი, სტრადივარიუსი) «კრემონის სკოლა». საბოლოოდ დაიხვეწა ხემიან საკრავთა კონსტრუქცია და სპეციფიკური ტემბრი. გამოიყენება როგორც სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავი.