იგ ილ იმ ის იუ
იგა

იგავი

Lit.
მითებთან ერთად მხატვრული აზროვნების ერთ-ერთი თავდაპირველი ფორმა. მისი, როგორც ჟანრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ძველ საბერძნეთს. მეცნიერები თვლიან, რომ პირველი იგავი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ეკუთვნის ჰესიოდეს (VIII-VII სს. ძვ. წ-ით), მაგრამ გადმოცემით იგავის ფუძემდებლად მიიჩნევენ ეზოპეს (VI ს. ძვ. წ-ით). იმხანად იგავი, ცხადია, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი სახით არსებობდა. მოგვიანებით, კრებულებს ეზოპეს იგავების ჩანაწერებით სასწავლო მიზნით იყენებდნენ რიტორიკულ სკოლებში. იგავი მცირე ფორმის დიდაქტიკური შინაარსის თხრობითი ნაწარმოებია. იგი ყოველთვის ატარებს ალეგორიულ ხასიათს. ადამიანთა ხასიათები, მათი ქცევები აისახება იგავში ქარაგმულად, დამოკიდებულებები ადამიანებს შორის, ხშირ შემთხვევაში, შეცვლილია დამოკიდებულებებით ცხოველებსა თუ საგნებს შორის. ჩვეულებისამებრ, იგავი მთავრდება მორალით - მოკლე შეგონებით, დასკვნით, რომელშიც ახსნილია იგავის ძირითადი აზრი. აღიარებული მეიგავეები არიან ლაფონტენი, ლესინგი, კრილოვი, სულხან-საბა ორბელიანი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9