"წყალი" 1. მცენარეულ წებოზე დამზადებული წყალში ხსნადი საღებავები;
2. ფერწერული ნამუშევრები, შესრულებული აკვარელის საღებავებით (აკვარელით). აკვარელს შუალედური ადგილი უკავია გრაფიკასა და ფერწერას შორის. აკვარელის ტექნიკა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში. მას იყენებდნენ შუა საუკუნეების მინიატურისტები. ფართო გამოყენება პოვა XVIII ს-ის მე-2 ნახევრიდან.