იგ ილ იმ ის იუ
იმი იმო იმპ

იმიტაცია

ზოგადად, მიბაძვას ნიშნავს. მუს. მრავალხმიანი ნაწარმოების მასალის გადმოცემისა და განვითარების ისეთი ხერხი, რომლის დროსაც ერთ რომელიმე ხმაში შესრულებულ მელოდიას უშუალოდ მოსდევს მისი გამეორება (იმიტირება) სხვა ხმაში. იმიტაციისას თემა შეიძლება გატარდეს ზუსტად ან შეცვლილი სახით. იმიტაციის ხერხის გამოყენების ბრწყინვალე ნიმუშები შექმნა იოჰან სებასტიან ბახმა. იმიტაციური პოლიფონია დამახასიათებელია ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედებისათვის, განსაკუთრებით, ქართლ-კახური მრავალხმიანი (პოლიფონიური) სიმღერებისათვის.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9