ხელოვნების სხვადასხვა დარგში შემოქმედების განსაკუთრებული სახე, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემოქმედებითი თხზვა უშუალოდ შესრულების პროცესში, რაც მომდინარეობს ხალხური ზეპირსიტყვიერი შემოქმედებიდან. იმპროვიზაცია პროფესიული მუსიკის საკონცერტო პრაქტიკაში დამკვიდრებული იყო XVIII ს-ის ბოლომდე. შესრულების იმპროვიზაციული სტილი ახასიათებს ჯაზურ მუსიკას.