იგ ილ იმ ის იუ
ისტ

ისტორიული ჟანრი

Lit.
სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენათა ასახვასთანაა დაკავშირებული, ძირითადად, ისტორიულ წარსულთან, თუმცა შეიძლება წარმოადგინოს არცთუ შორეული მოვლენებიც, რომელთა ისტორიული მნიშვნელობაც აღიარებულია თანამედროვეთა მიერ. ისტორიული ჟანრი ხშირად ერწყმის სხვა ჟანრებს: ყოფითს, პორტრეტულს, განსაკუთრებით კი, ბატალურს, როდესაც ასახულია ისტორიული ბატალიები, მნიშვნელოვანი ფართომასშტაბიანი ბრძოლები და სამხედრო - პოლიტიკური ხასიათის სხვა მოვლენები. აღნიშნული ჟანრის ნაწარმოებები ხელოვნების ყველა სფეროშია შექმნილი.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9