ვოკალური და საკრავიერი მუსიკა სოლო შემსრულებლისათვის ან შემსრულებელთა მცირერიცხოვანი ჯგუფებისათვის (ანსამბლი). თავდაპირველად, კამერული მუსიკა განკუთვნილი იყო საოჯახო შესრულებისათვის მსმენელთა ვიწრო წრეში. XIX ს-დან კამერული მუსიკა სრულდება საკონცერტო დარბაზებშიც. კამერული მუსიკის ნიმუშებია: მცირე ფორმის სოლო პიესები, სონატები, რომანსები და სხვ. მუსიკოსთა მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელიც ასრულებს კამერულ მუსიკას, ეწოდება "კამერული მუსიკა".
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი