კა კი კლ კო
კამ კან კაპ კას

კანტატა

Mus.
It. cantare
"სიმღერა" თავდაპირველად კანტატას უწოდებდნენ ნებისმიერ სასიმღერო მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც ინსტრუმენტების თანხლებით სრულდებოდა. მე-17 საუკუნეში კანტატა ხდება ლირიკული ხასიათის საკონცერტო ვოკალური პიესა და შედგება არიებისა და რეჩიტატივებისგან. მას ასრულებდნა სოლისტი ან გუნდი ორკესტრის თანხლებით. სულ ცოტა ხნის შემდეგ ჩნდება ფილოსოფიური შინაარსის სასულიერო, მისასალმებელი ხასიათის და სხვ. კანტატები. არაერთი ცნობილი კანტატა შექმნა გერმანელმა კომპოზიტორმა, იოჰან სებასტიან ბახმა. გასულ საუკუნეში კანტატის ჟანრით რუსი კომპოზიტორებიც დაინტერესდნენ (ჩაიკოვსკის კანტატა "მოსკოვი" სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისთვის; რახმანინოვის "გაზაფხული",რომელიც ნეკრასოვის ცნობილ ლექსზე "მწვანე გაზაფხული" დაიწერა. ადრე ორატორია, ოპერის მსგავსად, რომელიმე დრამატულ სიუჟეტზე იქმნებოდა, კანტატა კი რაიმე იდეას გადმოგვცემდა. ქართველი კომპოზიტორებიდან კანტატები და ორატორიები შექმნეს: ო. თაქთაქიშვილმა ("ცოცხალი კერა" და "რუსთაველის ნაკვალევზე"), რ. ლაღიძემ ("გელის ვარძია"), ს. ცინცაძემ (ორატორია "უკვდავება") და სხვ.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9