მომღერალთა, მგალობელთა გუნდი. თავდაპირველად, კაპელას უწოდებდნენ ადგილს კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც განთავსებული იყო გუნდი. შუა საუკუნეების კაპელა მხოლოდ ვოკალური იყო, თანხლების გარეშე (აქედან - "ა კაპელა"). საკრავიერი მუსიკის განვითარებასთან ერთად, კაპელაში დაემატა საკრავებიც. ვოკალური და საკრავიერი კაპელის ხელმძღვანელს უწოდებდნენ კაპელმაისტერს. ამჟამად აკადემიურ გუნდს (პროფესიონალ მომღერალთა საგუნდო კოლექტივს) ხშირად უწოდებენ კაპელას.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი