დასარტყამი საკრავი, რომელიც წარმოადგენს თასმით შეკრულ ხის ან პლასტმასის ორ ნიჟარას. კასტანიეტების რიტმული თანხლებით სრულდება ესპანური, აგრეთვე იტალიური და ლათინურ-ამერიკული ხალხური სიმღერები და ცეკვები. გამოიყენება სიმფონიურ ორკესტრშიც.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი