კა კი კლ კო
კინ

კინოხელოვნების სახეები და ჟანრები

Cinematog.
კინოხელოვნების სახეები და ჟანრები ხელოვნების ამ ახალი სინთეზური ჟანრის გამომსახველობითი ხერხების მრავალფეროვნებამ, ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებამ და, რაც განსაკურებით მნიშვნელოვანია, რეალური ცხოვრების სხვადასხვა კუთხით ასახვის თავისებურებებმა განსაზღვრა. ძირითადად, გამოყოფენ კინოხელოვნების ოთხ სახეს. ესენია: მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული და მულტიპლიკაციური ფილმები. აღნიშნულ ძირითად სახეებში შეიძლება გამოიყოს კიდევ ქვესახეები. ასე, მაგ., მულტიპლიკაციური ფილმი შეიძლება იყოს ნახატი და თოჯინური, დოკუმენტური - ქრონიკალური და მონტაჟური. რაც შეეხება ჟანრებს, ამ მხრივ, განსაკუთრებით დიდი მრავალფეროვნებაა: სათავგადასავლო, ისტორიული, მუსიკალური, ფანტასტიკური, დეტექტიური და სხვ.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9