სალამურის ტიპის ხალხური საკრავებიდან XVII ს-ში შექმილი ხის ენაკიანი ჩასაბერი საკრავი. სიგრძით 60-70 სმ-ია, აქვს 20-მდე სარქველი და სათითური. გამოიყენება როგორც სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავი. ახასიათებს ტექნიკურად მოქნილი, ლამაზი, მსუყე ბგერა.