კა კი კლ კო
კოლ კონ კორ

კოლაჟი

სახვითი ხელოვნების სახე, ტექნიკა, რაც მდგომარეობს გრაფიკული და ფერწერული ნაწარმოებების შექმნაში რაიმე ძირითად საფუძველზე განსაზღვრული ფორმის, ფერის, ფაქტურის სხვადასხვა მასალის დაწებებით (ქსოვილი, ტყავი, ხე, ქერქი, მეტალი და სხვ.). აპლიკაციისაგან განსხვავებით, კოლაჟში დაშვებულია კომპოზიციისათვის მოცულობითი ელემენტების გამოყენება, რაც ექვემდებარება მხატვრის ჩანაფიქრის ხორცშესხმისათვის განსაკუთრებით შესაფერისი ხერხების ძიებას. კოლაჟი ფართოდ გამოიყენება XX საუკუნის მხატვართა შემოქმედებაში (მაგ., პაბლო პიკასო, ანრი მატისი და სხვ.).
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9